გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

23 აგვისტო 2025, 14:19 283 ნახვა

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა, რომელიც მომდევნო წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.

სეზონის გახსნის დღეს აჭარაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 200-მდე მონადირე შეიკრიბა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგიონში 11 ათასზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი