მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია

01 სექტემბერი 2025, 11:18 142 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XV საერთაშორისო კონფერენცია“ დაიწყო. კონფერენციაზე 6 სექტემბრამდე  შერეული ფორმატით 10 პარალელური სექცია იმუშავებს.

კონფერენციის შრომათა კრებული ელექტრონული სახით გამოიცემა და ის საერთაშორისო ღია სამეცნიერო ბაზაში განთავსდება. შერჩეული ნაშრომები კი,  საერთაშორისო მატემატიკურ მეცნიერებათა ჟურნალში  გამოქვეყნდება.

კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-მდე მეცნიერი მონაწილეობს.

კონფერენცია საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევების გაღრმავებას, ინფორმაციის გავრცელებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში