ფესტივალი "კერამიკის ალქიმია" დასრულდა

02 სექტემბერი 2025, 10:45 84 ნახვა

ფესტივალი “კერამიკის ალქიმია“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი კერამიკული ნამუშევრები. პროექტი “კერამიკის ალქიმია“ წლებია ხორციელდება და ის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა საგანმანათლებლო. წელს ორკვირიანი სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა შუახევში, სოფელ ბრილში.

პროექტს 15-მდე მონაწილე ჰყავდა და მასში სტუდენტებთან ერთად პროფესიონალი კერამისოებიც  იყვნენ ჩართული.

გამოფენის პარალელურად, დასკვნითი ღონისძიებისთვის ორგანიზატორებმა თიხის ძერწვის ვორქშოპი და საჯარო ლექციაც დაგეგმეს თემაზე “თანამდროვე ქართული კერამიკის გენეზისი“.

“კერამიკის ალქიმია“ სოციალური საწარმო “ანდამატისორგანიზებით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის პარტნიორობით ტარდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში