განათლების სამინისტროსა და პროფეიულ სასაწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

03 სექტემბერი 2025, 20:01 329 ნახვა

სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას" შორის.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადურგლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

„სადურგლო სკოლას“ სახელმწიფოსგან 15 წლის სარგებლობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა კოლეჯ „სპექტრის“ ბაზაზე არსებული შენობა, რომლის სრულ რეაბილიტაციას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში