თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს

08 სექტემბერი 2025, 14:01 113 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ გახმაურებული მკვლელობის საქმის არსებითად განიხლვა 14 საათზე დაიწყო.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ მკვლელობის დაგეგმვის მოტივიც ეს იყო.

ამის გარდა , ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავება პროკურატურა  გიორგი კაჭკაჭიშვილს, ხოლო  მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის აქვს წაუყენებული.  ბიზნესმენი  14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური დუმილის უფლებას იყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი