დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

08 დეკემბერი 2025, 10:09 79 ნახვა

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის  ნიადაგზე, ერთ პირს ცივი იარაღით  მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად  ამოიღო.

დანაშაული  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში