ანსამბლ "ათძალის" სოლისტს, ბონდო ნაგერვაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

10 სექტემბერი 2025, 14:05 182 ნახვა

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ “ათძალის” სოლისტს ბონდო ნაგერვაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. მას აქვს მძიმე დაავადება, რისთვისაც საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 12 სექტემბერს 17 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი სახელწოდებით “ვერთიანდებით ბონდო ნაგერვაძის დასახმარებლად” კულტურის ცენტრის და საკრებულოს წევრის გურანდა დოლიძის ორგანიზებით იმართება.

მასში ადგილობრივი, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი