გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, ორი კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად - პრემიერი

11 სექტემბერი 2025, 12:23 160 ნახვა

გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, ორი კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ უნდა მოქმედებდეს.

„მუხლი ითვალისწინებს, რომ 150 ლარის ზევით ზარალის შემთხვევაში გათვალისწინებულია  ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერს. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, რომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის ცარიელი, მარტივი სპეკულაცია“, -  აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.

„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი