მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

14 სექტემბერი 2025, 12:09 119 ნახვა

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო უკვე დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული 25 000-ლარიანი გირაო გადაიხადა. სასამართლომ ზოდელავას, რომელიც გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით იყო დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

პოლიტიკოსი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იგი გირაოს გადახდამდე იმყოფებოდა. ბრალდების მიხედვით, ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დამალვა სცადა, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს ჩხრეკის განჩინება უკვე გაცემული ჰქონდა.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი