კახა კუკავას განცხადება

16 სექტემბერი 2025, 14:55 84 ნახვა

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ შრომითი ბინადრობის მოწმობებისა და სამუშაო ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით   ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმების დროს უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ.

მაგალითად, ავტომაგისტრალის მშენებლობა მოჰყავს სადაც, მისი თქმით დასაქმებულთა უმრავლესობა სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

კუკავა  აცხადებს, რომ  “ქართული ოცნება” და იუსტიციის სამინისტრო, ამ მიმართულებით ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს,“თავისუფალი საქართველო” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი  ახალი მიგრაციული და დემოგრაფიული პოლიტიკის ინიცირებას გეგმავს, რომელიც ორიენტირებული  დედაქალაქის და მთელი ქვეყნის იდენტურობის შენარჩუნებაზე იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი