საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია სულ მცირე 94 დემონსტრანტი.
მედიის ცნობით, მცირე შეტაკებები მოხდა ლიონში, სადაც 3 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულთა რიცხვი 300-ს აჭარბებს.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მემანქანეები, ფარმაცევტები და სამედიცინო პერსონალი. მათი ნაწილი პროტესტის ნიშნად გაიფიცა.