მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმები. ოპოზიციური ლიდერების უმეტესობა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას ციხეში ხვდება.
ამჯერად განხილვის საგანია გადაიხდის თუ არა გირაოს ელენე ხოშტარია - ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები ემთხვევა.
„ელენე ხოშტარიამ გარკვეული ტაიმაუტი აიღო, რათა პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ ძალადობრივ აქციებზე, შედეგებზე, რომელსაც, ვხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ“ - ეს სიტყვები პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელიც ასევე აცხადებს, რომ საზოგადოებაში ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და ერთადერთი გზა არის პროვოკაციები და თვითდაჭერები. ამიტომაც მისი მოსაზრებით ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნა თავად ურჩევნია.