„შესწორება „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესახებ მიღებულია“ - წერს კონგრესმენი უილსონი სოციალურ ქსელ იქს-ში. იგი მადლიერია, რომ მისი შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შესატანად მიიღეს, რის მიხედვითაც არცერთ ოფიციალურ პირს, ან მოხელეს არ შეუძლია რაიმე ქმედება და ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება.
მისი თქმით, ამერიკის შეურაცხყოფა, კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა არის ბილეთი იზოლაციისკენ.