ფოთში ქუჩები და სახლები დაიტბორა

21 სექტემბერი 2025, 14:57 142 ნახვა

ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია.

გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირთ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი