საქართველოს პრეზიდენტი გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრება

22 სექტემბერი 2025, 17:30 116 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს შტაბბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას ესწრება.

სესია გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკმა გახსნა, რომელმაც გაეროს მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მიმდინარე კვირაში ასამბლეის სესიაზე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა. 

პარალელურად, გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრებიც, მათ შორის გაეროს გენმდივანთან. მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე