დასრულდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპი და ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. სამივე შეხვედრაში სტუმრებმა გაიმარჯვეს.
ერთმატჩიან დაპირისპირებაში „სამტრედიამ“, გორის „დილამ“ და ბათუმის „დინამომ“ მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
მანამდე თბილისის „იბერიამ“ ასევე გასვლაზე ტყიბულის „მეშახტე“ 3:0 დაამარცხა და ზემოთ ხსენებულ სამეულთან ერთად თასის ნახევარფინალში ითამაშებს. მეოთხედფინალური შეხვედრები კი ასე დასრულდა: „რუსთავი“ – „სამტრედია“ 1:2; „სპაერი“ - „დილა“ 1:2; „მეშახტე“ – „იბერია“ 0:3; „ლოკომოტივი“ - „დინამო“ ბათუმი 0:3.
ბათუმელთაგან გოლები თორნიკე კირკიტაძემ, ლუკა წულუკიძემ და გურამ ჯაფარიძემ გაიტანეს. ზღვისპირელთა ახალგაზრდა მეკარე მათე თურმანიძემ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. ნახევარფინალები 30 ოქტომბერს გაიმართება.
"იბერია 1999" "დინამო" ბათუმს დაუპირისპირდება, გორის "დილა" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე