საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა 

24 სექტემბერი 2025, 09:25 188 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები სლოვაკეთთან პლეი ოფის საპასუხო მატჩში 3:5 დამარცხდა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 7:6 გაიმარჯვა და ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდმა 4:1 მოიგო, რაც საკმაო უპირატესობა იყო. ბრატისლავაში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

ქართველებიდან გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სეფისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაათანაბრეს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე