ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

24 სექტემბერი 2025, 14:15 309 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღეს ორი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის  სერვიტუტით დატვირთვის ნებართვა.

საუბარია კახაბერში ერთ-ერთი მოქალაქის ნაკვეთთან მისასვლელი გზის  საჭიროებაზე,რისთვისაც მოქალაქეს სახელმწიფოს მიწის გამოყენების უფლება მისცეს.

სხდომაზე ასევე დაზუსტდა ქალისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს  წევრების რაოდენობა. ეს იყო ხელვაჩაურის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა, თავმჯდომარემ საკრებულოს 4 წლიანი საქმიანობა მოკლედ შეაჯამა და ისაუბრა უკვე მოგვარებულ და გადასაჭრელ პრობლემებზე. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე