საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა

24 სექტემბერი 2025, 20:48 210 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე