''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ევროპელ მაღალჩინოსნებთან საუბრობდნენ ე.წ. მიზნობრივ სანქციებზე.
ოპოზიციის თქმით, უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, არამედ სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს უნდა შეეხოთ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე