თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია

25 სექტემბერი 2025, 10:35 175 ნახვა

დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული და სატრანსპორტო  პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ისაუბრა  უკვე განხორციელებულ პროექტებზე, ავტობუსების განახლებასა და არსებულ გამოწვევებზე.  თბილისის მერმა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების განვითარებას გაუსვა ხაზი.  

სამომავლოდ კი  როგორც აცხადებს მისი მიზანია დედაქალაქი იყოს მეტად  მწვანე, გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი და წახალისდეს ეკომეგობრული ტრანსპორტი, შეიქმნას საფეხმავლო და  ველო ბილიკები,  გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგია.

რაც შეეხება კონკრეტულად საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 200   8 მეტრიანი ავტობუსის ,ასევე მეტროს  111 ახალი ვაგონის შეძენაა დაგეგმილი. დაანონსდა ტრამვაის ხაზის მოწყობაც.

კონკრეტული პროექტების წარდგენისას  კი ვიცე მერმა გიორგი ტყემალაძემ, თბილისის ავარიული სახლების ჩანაცვლების  პროგრამის შედეგებსა და გაფართოვებაზე ისაუბრა, ასევე პრეზენტაცია რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნების, ავტოფარეხებისა და ლიფტების  ჩანაცვლების პროექტებს მოიცავდა. ვიცე მერმა დააანონსა ბეთანიის სათხილამურო კურორტის მოწყობაც.

იგეგმება ასევე თბილისის ანძის ტურისტული მიმართულებით განვითარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე