გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის - პაპუაშვილი ელჩების დაბარებაზე

25 სექტემბერი 2025, 12:39 229 ნახვა

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც.

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს. ამ შემთხვევაში ვენის კონვენციას, რომელიც სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე