გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე საქართვლოს ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიზნად ოჯახის ექიმებისა და ექთნების გაძლიერებას, სპეციალიზებული ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაციასა და ციფრული ინოვაციების გამოყენებას ისახავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძეს მოხსენება ექნება არაგადამდები დაავადებების პრევენციის, მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებითაც.
ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს, ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა.
ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთისა და ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრებთან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე