გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი

25 სექტემბერი 2025, 19:54 135 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, 2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს ბ.პ.-ს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რეგისტრირებული კომპანია წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე