ანესთეზიოლოგთა კონფერენცია

26 სექტემბერი 2025, 11:56 77 ნახვა

ბათუმში ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიის მერვე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

შეხვედრას ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები ესწრებიან.

დამსწრეებმა განიხილეს ბოლო წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი სამედიცინო შემთხვევები. ჩატარდა ვორკშოპები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წიგნის ‘სახელწოდებით ‘’ნეიროქირურგია’’ პრეზენტაცია.

ქართველი მომხსენებლების გარდა, კონფერენციაში, აშშ–დან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან ჩამოსული სპიკერები მონაწილეობენ. 

კონფერენციას, რომელსაც პერმანენტული სახე აქვს, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე