აშშ-ის გამოძიების ფედერალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს ორი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ჯეიმს კომის ცრუ ჩვენების მიცემასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავებიან და თუ ის დამნაშავედ ცნეს, მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღნიშნულს შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც კანონზე მაღლა არვინ დგას.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ზიანს აყენებდა ქვეყანას და ახლა მოუწევს, პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე