აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ვაშინგტონში სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე სიკვდილით დასჯის აღდგენას ისახავს მიზნად.
ამასთან, გენერალური პროკურორის პემ ბონდის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტი სიკვდილით დასჯის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს.
პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ მოხდება მკვლელობა, მოკლავენ პოლიციელს ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, ამ შემთხვევაში სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა იქნება.
დონალდ ტრამპმა დედაქალაქში ეროვნული გვარდიის ასობით ჯარისკაცი და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერი განათავსა, რათა დაეხმარონ ადგილობრივ პოლიციას ძალადობის აღკვეთაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე