კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ბიჭიკო პაიკიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველები ბრალდებულების სხვადასხვა ოდენობით 5 000, 50 000, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე