უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ბათუმსა და თბილისში 

26 სექტემბერი 2025, 17:50 105 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.

საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 247 000 დოლარი, 103 000 ლარი და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე