საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენცია

26 სექტემბერი 2025, 16:29 78 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირი, რომ მოხერხდეს გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დადებითად აისახება კომპანიების და იმ ადამიანების სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე