მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან ერთად. მინისტრმა დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და სამომავლო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. შეხვედრაზე ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაჩვენებელზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე