სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა

27 სექტემბერი 2025, 12:34 82 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორს და აშშ-ის ექსპორტ-კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე