საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ს ორმაგ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე