საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2025“-ში

28 სექტემბერი 2025, 11:47 94 ნახვა

ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში - „ჯეოანესთეზია 2025“  ჩატარდა. რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები.

მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესიები და სიმპოზიუმები, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე