ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათისა“ და „სარფის“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთი ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, მეორე ბრალდებულმა კი უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო მესამემ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე