რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.
პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მინისტრის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე