გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეებთან ერთად, ბიზნესსექტორის მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე.
ცნობისთვის, საქართველოში ყოველწლიურად 612.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც 3 900-დან 5 900 ტონამდე მოცულობას შეადგენს.
არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით მთავრობა რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც მისი მოხმარება ქვეყანაში 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა აიკრძალოს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე