აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი

30 სექტემბერი 2025, 13:34 58 ნახვა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის ერთი პროცენტული  პუნქტით გაზრდა   და მიმდინარე წელს  7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო წერს.

განმარტავენ, რომ პროგნოზის გადახედვა 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, მაღალი ზრდა შენარჩუნდა დაახლოებით 8.3%-ზე, რაც წინა წლის 9.2%-იან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიწოდების მხრივ, მომსახურების სექტორი 12.9%-ით გაიზარდა.

აზიის განვითარების ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საგარეო სექტორის გაფართოებას და საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი სატრანზიტო მარშრუტისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის, მზარდ როლს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე