,,ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტზე 750 გრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

30 სექტემბერი 2025, 14:53 56 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ბარგისა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 750 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მანქანის სალონსა და სამგზავრო ჩანთაში მალულად ჰქონდა განთავსებული. საბაჟო კონტროლის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრებისას, მან განზრახ უარყო არადეკლარირებული საქონლის არსებობა, რითაც შეეცადა საბაჟო ორგანოსგან გვერდის ავლით გადმოეტანა საქონელი და ამით თავი აერიდებინა საბაჟო გადასახადისგან.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 20 1376 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე