აჭარის მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში განიხილეს

30 სექტემბერი 2025, 17:52 113 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიშით დაფინანსებულია 57 მილიონამდე ლარის სამედიცინო მომსახურება აჭარის მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში განიხილეს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში დაფინანსდა 57 მილიონამდე ლარის სამედიცინო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც 50 000-მდე ბენეფიციარმა მიიღო შესაბამისი დახმარება. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

სულხან თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 17 მილიონამდე ლარი გამოიყო როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, ისე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

„ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენ, როგორც გუნდი, ერთიანად ვმუშაობთ ქვეყნის წინსვლისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მუშაობა მიმართულია არა მხოლოდ სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ რეალურ საქმეებზე – ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და მოქალაქეების უკეთეს მომავალზე“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე