ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი ტატამზე ბრუნდება 

01 ოქტომბერი 2025, 08:03 91 ნახვა

ქართველი მძიმეწონოსანი ჯუდოკა გელა ზაალიშვილი ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ტატამის უბრუნდება. ის დოპინგის გამო იყო დასჯილი, რაც უკვე დასრულდა და 11-12 ოქტომბერს  მალაგაში ევროპის თასზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ზაალიშვილი საქართველოს ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონია, ხუთჯერ გრანდ სლემი, ერთხელ კი გრან პრი აქვს მოგებული.

ასევე  არის მსოფლიო მასტერსის ბრინჯაოსმედალოსანი. მალაგაში მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი - ჯუმბერ მელაძე (81) და მიხეილ კუპრაშვილი (90) იჭიდავებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე