3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი - გარემო

01 ოქტომბერი 2025, 14:55 71 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსებს პროგნოზით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია, დროგამოშვებით 25 – 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე