ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში (EPC) მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

02 ოქტომბერი 2025, 09:06 105 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში (EPC) მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეთმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს.

საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ის რიგით მე-7 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კოპენჰაგენში ხვალ გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე