სამშენებლო კომპანიების, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
შეხვედრის მონაწილეებს ე.წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე