თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა.
ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებად ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, გიორგი ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება. პროცესზე განცხადება გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილმა და აღნიშნა რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე