პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი ყველაზე დიდი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ერთდროულად, 1200-მდე სამხედროს მიღება შეუძლია.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნორვეგიის მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების წვრთნას და გააუმჯობესებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის.
სასწავლო ცენტრი პოლონეთის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე მდებარეობს, სადაც 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი იმყოფება.
უწყების ცნობით, ეს ცენტრი ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნაწილია და ქმნის საფუძველს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შემდგომი თანამშრომლობისთვის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე