პუტინი - რუსეთმა ორჯერ გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო

03 ოქტომბერი 2025, 11:56 101 ნახვა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელიც ცდილობს ბლოკური დაპირისპირების საფუძვლების აღმოფხვრას და საერთო უსაფრთხოების სივრცე შექმნას, პირველად 1954 წელს გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების მზადყოფნა, მეორედ კი ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მოსკოვში ვიზიტის დროს, თუმცა ალიანსისგან ორივეჯერ უარყოფითი პასუხი იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 35 წლის წინ, როდესაც ცივი ომის დაპირისპირება დასასრულს უახლოვდებოდა, ნამდვილი თანამშრომლობის ეპოქის იმედი იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე