თვითმმართველობის არჩევნები-ბრიფინგი ცესკოში

03 ოქტომბერი 2025, 14:43 76 ნახვა

4 ოქტომბრის არჩევნებთან და საარჩევნო პერიოდის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების სამზადისზე და ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. 

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე