წინასაარჩევნო შეხვედრა

03 ოქტომბერი 2025, 14:45 76 ნახვა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. 

სახელისუფლებო პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში დაასრულა. შეკრებილებს სიტყვით  მიმართეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა და ასევე მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა.

ისაუბრეს სახელისუფლებო გუნდის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. სიტყვით გამოსვლების დასასრულს, შეკრებილ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  ბათუმის საკრებულოში. ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე