თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ხვალ დედაქალაქში ოპოზიციის ნაწილის და მოსახლეობის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აქციის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება - ყველა სტრუქტურა, მათ შორის ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სამსახურები, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
ცნობილია, რომ აქციაზე მისვლას არ გეგმავენ გახარია -საქართველოსთვის პარტიის წევრები. პარტია არჩევნებში მონაწილეობს და ამბობენ, რომ ხვალ საარჩევნო უბნებზე საკუთარ ხმებს დაიცავენ.
მმართველ გუნდში კი აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე